07:10 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 20:04:17, 2410 ნახვა

საზოგადოება სხვადასხვა
აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში 85 უცნობი ქართული ხელნაწერის გაციფრება მოხდა (ფოტოები)

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკის ინფორმაციით, სინას მთის წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერში დაცული 1 700 ხელნაწერის მიკროფირის გაციფრება მოხდა.

აღნიშნული ინფორმაცია კონგრესის ბიბლიოთეკამ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მიაწოდა.

ბიბლიოთეკის ცნობით, გაციფრებულ ხელნაწერთა შორის 85 ქართული ხელნაწერია.

ყველა მათგანი ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო.

როგორც ხელნაწერთა ცენტრში აცხადებენ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკაში იერუსალიმის ბერძნული და სომხური საპატრიარქოებსა და ათონის მთაზე დაცული 100-მდე ქართული ხელნაწერის გაციფრებაც იგეგმება.

გაციფრული ხელნაწერების ჩჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე >> https://www.loc.gov/collections/manuscripts-in-st-catherines-monastery-mount-sinai/?fa=language%3Ageorgian 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics