18:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 10:46:02, 4237 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 30 პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა პროგნოზულად სერიოზულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 30 პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა პროგნოზულად სერიოზულია.

მისი თქმით, ოთხივე პაციენტს ასაკობრივი ზღვარი და თანარსებული დაავადებები ახასიათებთ.

„ამ ეტაპზე, ჩვენს ცენტრში დარჩენილი პაციენტებიდან, 30 პაციენტიდან 5-მა დატოვა ჩვენი ცენტრი. ამ 25 პაციენტიდან 4 პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით პროგნოზულად სერიოზულია ანუ პრობლემური პაციენტები არიან. ეს პრობლემურობა განპირობებულია, როგორც იცით ასაკობრივი ზღვარით. ოთხ პაციენტთან სხვადასხვა ასაკობრივი ზღვარია. ერთ-ერთ მათგანთან მაღალი ასაკობრივი ხანდაზმულობით. ამავდროულად, თითოეულ პაციენტთან არის თანარსებული დაავადებები. ერთთან არის მძიმე ნევროლოგიური დაავდება, მეორესთან მძიმე ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და მძიმე პნევმონია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics