15:21 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-06 17:24:19, 568 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ოთხი წლის ბავშვის მკვლელობისთვის მზია გელაძეს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ოთხი წლის ბავშვის მკვლელობისთვის მზია გელაძეს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად  გაიზიარეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  ოთხი წლის ლიზი შენგელიას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ  განზრახ მკვლელობაში მზია გელაძე დამნაშავედ სცნეს. 

„სასამართლომ მზია გელაძეს სასჯელის სახედ და ზომად  13 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 28 ოქტომბერს, სამტრედიის რაიონის სოფელ ნინუაკუთხეში, მზია გელაძემ ნათესავის - ლელა ახალაძის ოთხი წლის შვილი  - ლიზი შენგელია წაიყვანა თავისთან სახლში, რასაც მანამდე არაერთხელ ჰქონია ადგილი. დღის განმავლობაში ლიზი შენგელია თამაშობდა მზია გელაძის ეზოში, საღამოს კი ამ უკანასკნელმა დააძინა ბავშვი თავის საძინებელ ოთახში, რის შემდეგაც დაახლოებით 22 საათზე მძინარე ლიზი შენგელიას პირზე ხელის დადებით განზრახ მოუსპო სიცოცხლე.

ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. დანაშაული რამდენიმე დღის მანძილზე გაუხსნელი იყო. ჩატარებული ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დადგინდა რომ მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობა მზია გელაძემ ჩაიდინა. იგი სამართალდამცველებმა 12 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics