02:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 16:10:07, 664 ნახვა

სამართალი
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით მოქალაქე გივი ქ. დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ გივი ქ. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის სახელით მოქალაქეს დაჰპირდა თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 2734 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის წესით შეძენაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 13 000 აშშ დოლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 25-338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე ითვალისწინებს).

გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics