|
2019-09-14 01:47:12, 16771 ნახვა
სხვადასხვა
ინტერნეტით მოსახლეობის 70.6% სარგებლობს აქედან ონლაინ ახალ ამბებს 55.4% კითხულობს
სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს კვლევას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შინამეურნეობებში გამოყენების შესახებ, რომლის მიხედვითაც ბოლო სამ თვეში 6 წელს ზემოთ მოსახლეობის 70.6%-მა გამოიყენა ინტერნეტი, რაც 6.7%-ით მეტია შარშანდელ რიცხვზე. საქალაქო დასახლებებში ინტერნეტს 78.8% იყენებდა, სასოფლოში კი 58.6%. მათგან, ვინც ბოლო სამი თვის განმავლობაში მოიხმარდა ინტერნეტს, 89.2% ყოველდღე იყენებდა მას. ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება (96.0%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (85.6%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (55.4%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (53.8%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (51.7%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (38.0%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (29.8%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (19.9%) და სამუშაოს ძიება/ სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (17.4%). ამასთან, საქსტატის კვლევის მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 62%. ამ მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 74.6% შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 44.7%. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარაშია და შესაბამისად, 79% 69.3%-ს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)