|
2015-07-03 21:28:29, 561 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო ქალი მსჯავრდებულების შემოწმების პროცედურასთან დაკავშირებით, განმარტებებს აკეთებს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშში ერთ-ერთ საკითხად მითითებული ქალი მსჯავრდებულების შემოწმების პროცედურას ეხმაურება. უწყებაში განმარტავენ, რომ სრული შემოწმება უტარდებათ მხოლოდ იმ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, რომელთა მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული საგნების/ნივთიერებების (მობილური ტელეფონების, ბასრი და მჭრელი საგნების, ნარკოტიკების და სხვა) შეტანას ცდილობენ. "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ სრული შემოწმება უტარდებათ მხოლოდ იმ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, რომელთა მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული საგნების/ნივთიერებების (მობილური ტელეფონების, ბასრი და მჭრელი საგნების, ნარკოტიკების და სხვა) შეტანას ცდილობენ. ამ ღონისძიების ჩატარების მიზანს პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთების/ნივთიერებების შეტანის პრევენცია და დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)