05:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 11:23:56, 708 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველი რეკომენდაცია განსაკუთრებით ყურადსაღებია

„საერთაშორისო  სავალუტო ფონდის ყოველი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება შეეხებოდეს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას განსაკუთრებით ყურადსაღებია“,- ამის შესახებ პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა სავალუტო ფონდის ეკონომიკურ მიმოხილვასთან  დაკავშირებით ღონისძიების  დაწყებამდე  ჟურნალისტებს  განუცხადა.

აბაშიშვილის  თქმით, სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გამომდინარე იქიდან,  რომ ყველაზე კრიზისულ ვითარებაშიც კი როგორიც იყო 2008- 2009 წლებში ორმაგი ეკონომიკური კრიზისი.  ყველაზე მნიშველოვანი დახმარება სწორედ სავალუტო ფონდმა აღმოგვიჩინა. ვფიქრობ განსაკუთრებით გასაფრთხილებელია მათთან ურთიერთობა, ამავდროულად განსაკუთრებით ყურადსაღებია მათი ყოველი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება შეეხებოდეს საქართველოს ეკონომიკურ განვითრებას.  მნიშვნელოვანია, რომ  საერთაშორისო სავალუტო  ფონდის აზრი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებიოთ, რომელიც ფონდის კომპეტენციის არეალში მათ შორის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან მიმართებაში  იყოს გათვალისწინებული“,-განაცხადა  გიორგი  აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics