06:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 10:22:41, 545 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ნოდარ ხადურს დაავალა, 10 ივნისამდე ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი წარმოადგინოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია მოსთხოვა.

როგორც ნოდარ ხადურმა განაცხადა, იანვარ- მაისში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 3 მლრდ 150 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 40%ია  და გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 360 მლნ ლარით მეტია. რაც შეეხება ხარჯებს, მისივე თქმით, იანვარ-მაისში გაწეული ხარჯები ჯამში  3,6 მლრდ ლარს შადგენს,  რომელიც წლიური გეგმის 40%-ია. ასევე იანვარ -მაისში კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე გაწეულმა ხარჯებმა, მინისტრის ინფორმაციით,  360 მლნ ლარი შეადგინა, რაც შარშანდელ პერიოდს 44%-ით აღემატება.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს კვარტალური გეგმის პროგრამის წარმოდგენაც სთხოვა.

"რეგიონების განსახორციელებელი ფონდიდან თანხების საკასო შესრულებამ შეადგინა 19 მლნ ლარი, ფონდიდან უკვე 160 მლნ ლარია გამოყოფილი, აქედან 6 მლნ არის საპროექტო სამუშაოებისთივს გამოყოფილი. თუმცა აქ არის სერიოზული ჩამორჩენა.  ამიტომ ვთხოვ კოლეგებს დააჩქარონ ამ თანხების ათვისება. ეს არის ადილობრივი მუნიციპალიტეტები და გუნერნატორები",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

პრემიერი სამინისტროების მიერ ბიუჯეტის ათვისებითაც დაინტერესდა. ნოდარ  ხადურის თქმით,  ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტი 85% ით აითვისა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ნოდარ  ხადურს დაავალა,  10 ივნისამდე ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი  წარმოადგინოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics