2015-05-25 20:05:03, 675 ნახვა
სამართალი
18 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს
18 წლის ახალგაზრდას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შემთხვევა ნუცუბიძის მესამე პლატოს ასახვევთან დღეს შუადღისით მოხდა. უცნობმა პირებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 18 წლის ბეგი მამალაძე ცივი იარაღით მოკლეს. მამალაძე ადგილზევე გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ მოკლულმა ატესტატი გუშინ აიღო. იგი ჩაბარებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან