13:12 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 12:11:46, 670 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: არ მინდა ვიფიქრო, რომ ისეთივე მოვლენებს ჰქონდა ადგილი საქართველოში, როგორსაც აშშ-ში

არ მინდა დავუშვა და ვიფიქრო, რომ საქართველოში ადგილი  აქვს  ისეთივე მოვლენებს, როგორსაც ადგილი ჰქონდა აშშ-ში“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს კითხვაზე პასუხისას განუცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსიდან გამომდინარე, ხომ არ იყო ეს პროცესები ხელოვნურად მართული. 
„საბანკო სექტორზე ზედამხედველობას ახორციელებს ეროვნული ბანკი და შესაბამისად , მათ უფრო მეტი ინფორმაცია გააჩნიათ.
„არ მინდა დავუშვა და ვიფიქრო, რომ საქართველოში ადგილი  აქვს  ისეთივე მოვლენებს, როგორსაც ადგილი ჰქონდა აშშ-ში“,-განაცხადა ხადურმა. 
 რაც შეეხება ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურისის გამყარების მიზეზებს  ხადურის განცხადებით,  ეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც კურსის გაუფასურებაზე ახდენდა გავლენას ამოწურულია. 
„მე  ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ერთ დღეში 5 -6 თეთრით გაუფასურდა ლარი ვთქვი , რომ ეკონომიკური  ფაქტორები ამოწურული იყო და ეს ალბათ უფრო აჟიოტაჟური სიტუაცია იყო, ეს დადასტურდა იმით, რომ მნიშვნელოვნად გამყარდა კურსი, მთავარი ამოცანაა, რომ  სტაბილურად მოხდეს ლარის გამყარება  და ქვეყანაში სტაბილური ფინანსური გარემო იყოს“,-აღნიშნა ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics