2015-04-27 12:46:00, 604 ნახვა
ეკონომიკა
Express Bank-ის ახალი სერვისცენტრები ერთდროულად სამ რეგიონში გაიხსნა
Express Bank-ი ქვეყნის მასშტაბით სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს.
დღეს სამ სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად, 3 ახალი Express Bank-ის სერვისცენტრი გაიხსნა.
ახალი Express Bank-ი მომხმარებელს სამტრედიაში რუსთაველის ქ.23, სენაკიში რუსთაველის ქ.184 და ზუგდიდში გამსახურდიას ქ.30 მოემსახურება. ახალ Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება ექნება მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით და Express ანაბრით.
ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ბანკის ახლა, უკვე 94 Express Bank-ის სერვისცენტრი მოქმედებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ: www.expressbank.ge
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან