11:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 14:27:35, 795 ნახვა

რეგიონი
ბათუმის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერები გაიხსენეს

1921 წლის მარტში დაღუპული ქართველი იუნკერები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე,  ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე  რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში შეიკრიბნენ და იუნკერების საფლავზე მემორიალური ქვა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

მათივე ინფორმაციით, მემორიალთან შეკრებილებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

ღონისძიებაზე საზღვაო აკადემიის სასულე ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.

1921 წლის მარტს საქართველოს გასაბჭოება განხორციელდა, რის შემდეგაც, თურქეთის საჯარისო ნაწილებმა ბათუმის ოლქი დაიკავეს.

ქართველმა გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა თურქეთის საჯარისო ნაწილების მიერ დაკავებული ბათუმი გაათავისუფლა. თავისუფლებისთვის ბრძოლაში 50 იუნკერი დაიღუპა, მათ შორის ერთი ქალბატონი იყო.

იუნკერების საფლავის ძიება და გათხრები 1990 წლის მაისში დაიწყო. ათკაციანი ჯგუფი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა. გათხრების შედეგად აღმოჩენილია საბრძოლო იარაღი, ნივთები და გარდაცვლილთა ცხედრები. ნაწილის გადასვენება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მალევე მოხდა. 50-დან მხოლოდ 27 იუნკერის ვინაობის დადგენა მოხერხდა.

ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა დღე ყოველი წლის 23 მარტს აღინიშნება .

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics