18:07 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-30 14:11:18, 336 ნახვა

საზოგადოება
9 ეკომიგრანტ ოჯახს აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 13 500 ლარი გამოეყოფა

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.

როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომაზე განიხილეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, რეგიონალური განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შორის 2014 წლის თებერვალში გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საცხოვრებელი სახლები შეესყიდათ 9 ეკომიგრანტ ოჯახს (შუახევის მუნიციპალიტეტიდან 1 ოჯახი, ხულოს მუნიციპალიტეტიდან 8 ოჯახი). საგრანტო ხელშეკრულების IV – მუხლის ,,ბ“- ქვეპუნქტი ითვალისწინებს ბენეფიციართა განსახლებისათვის საჭირო ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას. 

კომისიამ მიიღო სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება, პროექტით დაკმაყოფილებული ოჯახების ტრანსპორტირების ხარჯებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, თითოეულ ბენეფიციარ ოჯახს გამოეყოს 1 500 ლარი. 

სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია უახლოეს დღეებში დასამტკიცებლად წარედგინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics