14:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 12:02:15, 769 ნახვა

რეგიონი
თიბილოვი: სამხრეთ ოსეთი რუსეთთან საკუთარი ავიაციის შექმნის საკითხს განიხილავს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი რუსეთთან საკუთარი ავიაციის შექმნის საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ რუსული სააგენტო TASS-ი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტზე ლეონიდ თიბილოვზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც თიბილოვმა აღნიშნა, ავიაცია ავადმყოფების დასახმარებლად სჭირდებათ, რაც უამინდობის გამო დაგვიანებით ხორციელდება.

 “ავიაცია ძალიან გვჭირდება. ჩვენ განვიხილეთ ავიაციის შექმნის საკითხი. ზოგჯერ მთის გზა იკეტება მეწყერის გამო და ჩვენ ავადმყოფების დახმარება შესაძლოა, დავაგვიანოთ”, - განაცხადა თიბილოვმა.

ე.წ პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში განვითარებულია მედიცინის გარკვეული დარგები და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები დეფაქტო ხელისუფლებას პერიოდულად მიმართავენ თხოვნით, გაგზავნონ ისინი სამკურნალოდ საქართველოში, სადაც ჩასვლა უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ვიდრე ჩრდილოეთ ოსეთში.

“ეს ხდება მაშინ, როდესაც სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური ურთიერთობები არ გააჩნიათ, ჟენევის დოსკუსიების პლატფორმის გარდა. საქართველოში ხორციელდება ჯანდაცვასთან დაკავშირებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ჩართულობის სერიოზული პროექტი, რომელსაც დასავლური ქვეყნები აფინანსებენ და მხარს უჭერენ. გამოდის, რომ ეს არის იძულებითი ზომა, ამიტომ აქ სანიტარული ავიაცია და ზოგადად ავიაცია სასარგებლო იქნებოდა”, - განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics