18:26 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 14:35:52, 1712 ნახვა

სამართალი კომენტარი
წულუკიანი: უნდა გავერთიანდეთ იმ ველურობის წინააღმდეგ, რასაც განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებზე ნადირობა ჰქვია

„ყველანი უნდა გავერთიანდეთ იმ ველურობის წინააღმდეგ, რასაც ჰქვია განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებზე ნადირობა“,-  ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტრანსგენდერზე თავდასხმის ფაქტს.

მისივე შეფასებით, ეს ადამიანები, ზუსტად ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც ყველა დანარჩენი.

„ვფიქრობ, ყველანი უნდა გავერთიანდეთ იმ ველურობის წინააღმდეგ, რასაც ჰქვია განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებზე ძალადობა.  არ შემრცხვება და ვიტყვი, ნადირობა, იმიტომ , რომ ეს ადამიანები ზუსტად ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც ყველა დანარჩენი“, - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ორთაჭალაში რამდენიმე დღის წინ 32 წლის მოქალაქეს ორმა პირმა მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველებმა თავდასხმაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics