2015-03-17 10:35:27, 343 ნახვა
საზოგადოება
კობი–გუდაურის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მცხეთა- სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ქარბუქუსა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალისხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან