12:55 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 19:17:44, 820 ნახვა

სხვადასხვა
საქართველოში ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია გაიმართება

7-9 სექტემბერს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს. ღონისძიებები  თბილისში, ყვარელსა  და „შატო მუხრანში“ ჩატარდება. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა  და მდგარი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფრომაციით, ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოში გაეროს  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი ჩამოდის. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის სტუმრები 42 ქვეყნიდან (250  დელეგატი, 50% უცხოელი სტუმარი). ღონისძიებაზე 150-ზე მეტი ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი.

კონფერენციის პარალელურად,  გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს  საქართველოს პრემიერ მინისტრთან  გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტთან  გიორგი მარგველაშვილთან,  პირველ ვიცე-პრემიერთან,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ხაზგასასმელია, რომ ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია პირველად ატარებს და ისიც საქართველოში. 

,,ჩვენთვის დიდი პატივია ხსენებული ღონისძიების მასპინძლობა. ჩვენი მხრიდან  ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, პოტენციალის საუკეთესოდ  წარმოჩენა.  მოგეხსენებათ რომ საქართველოს ღვინის კულტურასთან 8 ათასწლიანი უწყვეტი ისტორია  აკავშირებს, ქართული ღვინის ქვევრი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის  ნუსხაშია შეყვანილი და კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიშია აღწერილი“ - აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.

კონფერენცის პირველი  სესია ჩატარდება კახეთში მეღვინეობა ,,ხარებაში.“დელეგატები ,,ხარებას“ უნიკალურ ღვინის საცავსაც დაათვალიერებენდა ალავერდის მონასტერსაც  ეწვევიან.

9 სექტემბერს ღვინის ტურიზმის კონფერენცია უკვე „შატო მუხრანში“ გაგრძელდება. დღის მეორე ნახევარში დელეგატები „შატო მუხრანის“  გვირაბსაც დაათვალიერებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics