03:08 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 11:55:26, 740 ნახვა

სპორტი
საია: მივმართავთ დავით ნარმანიას, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში შეურაცხმყოფელი გამონათქვამისათვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის მერს დავით ნარმანიას მიმართავს და გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშის მოხდას სთხოვს.

„2016 წლის 24 აგვისტოს, ქ. თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების საკითხზე გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის მიმდინარეობისას, დავით ნარმანიამ სამოქალაქო აქტივისტს სიტყვა შეაწყვეტინა და მიმართა ფრაზით - ,,მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია [...] მაიმუნი ვირიშვილი ეს...“ ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მოქალაქის მიმართ ამგვარი მიმართვა არის სრულიად მიუღებელი. მივმართავთ დავით ნარმანიას, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში შეურაცხმყოფელი გამონათქვამისათვის“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

„შეგახსენებთ, რომ მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით საუბრობს!, - ამ სიტყვებით მიმართა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე მუშტის” წევრ ირაკლი კუპრაძეს, რომელსაც სხდომა დაატოვებინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics