22:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 18:30:16, 382 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას არ გამორიცხავს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი აბაშიშვილი,  გიორგი მარგველაშვილის  მიერ პარლამენტის რიგგარეშე  სხდომის მოწვევას არ გამორიცხავს.
როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის ეკონომიკური გუნდის  წარმომადგენლები პრეზიდენტს და საზოგადოებას დაპირდნენ, რომ 5 მარტს   სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტულ გეგმას წარმოადგენდნენ, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით  იქნებოდა შემუშავებული. აბაშიშვილის თქმით, ვადა დაირღვა და მათ გეგმა, რომელიც სავალუტო სტაბილიზაციას შეეხებოდა, არ წარმოადგინეს. მისივე განმარტებით, გეგმის წარმოდგენის კონკრეტული ვადა განსაზღვრული აღარ არის.

"იმ შემთხვევაში, თუ არსებული მოცემულობის პირობებეში მსგავსი საკითხი კვლავ დადგება, ბუნებრივია, რომ პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით. კონკრეტული ვადა განსაზღვრული აღარ არის. დასახელებული იყო 5 მარტი. შესაბამისად, ეს ვადა იყო დარღვევული. ჩვენ ვერ ვნახეთ 5 მარტს წარმოდგენილი კონკრეტული გგემა, რომელიც სავალუტო სტაბილიზაციას შეეხებოდა",-აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ამასთან, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, უფრო სწორი იქნებოდა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს გეგმა დასახელებულ დროს წარმოედგინა.

"უფრო სწორი იქნებოდა იმ შემთხვევაში რა თარიღიც იქნა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრების მიერ დასახელებული, რომ ისინი ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთა  თანამშრომლობით  შეიმუშავებდნენ და საზოგადოებას წარმოუდგენდნენ გეგმას,  ეს გეგმა ყოფილიყო წარმოდგენილი. ალბათ სხვა თარიღებზე საუბარი სწორი არ იქნებოდა",-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics