02:08 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-03 10:01:13, 553 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, მხოლოდ საგარეო ფაქტორით არ არის გამოწვეული

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა, მხოლოდ საგარეო ფაქტორით არ არის გამოწვეული. 

„ეს არის შიდა და გარე პრობლემების ერთობლიობა. მთავრობა მზად არ იყო, მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის. რუსეთიდან საქართველოში, იქ მცხოვრები ქართველების მიერ 60%–ით ნაკლები ფული გადმოირიცხა“, –განაცხადა უსუფაშვილმა. 

მისივე თქმით, ქვეყანაში 2013 წელს ტურისტების რაოდენობა 20%–ით შემცირდა, რაც ვიზალიბერალიზაციის პროცესს  უკავშირდება. 

„2013 წელს ტურისტების რაოდენობა 20%–ით შემცირდა, ნაწილობრივ ვიზების ფაქტორით, ეს კი პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესს, რადგან ჩვენ რიგი სამიტისგან გვინდა მწვანე შუქი მივიღოთ“, – აღნიშნა უსუფაშვილმა   ჯორჯ–თაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას. 

დავით უსუფაშვილის კომენტარის თარგმანი, "რუსთავი 2"–მა გაავრცელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics