16:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 12:36:21, 994 ნახვა

მსოფლიო
FBI iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფის გატეხვაში 1 მილიონ 300 ათასი დოლარი გადაიხადა

გამოძიების ფედერალურ ბიუროს iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფის (iOS) გატეხვა 1 მილიონ 300 ათას დოლარზე მეტი დაუჯდა.

როგორც უწყების ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სან-ბერნანდინოს თავდამსხმელის ტელეფონიდან პირადი ინფორმაციის მოძიებაზე ბიურომ იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე ის პენსიაზე გასვლამდე 7 წლის განმავლობაში გამოიმუშავებს.

მედიამ ჯეიმს კომის წლიური ხელფასი გამოთვალა და საბოლოოდ 1 მილიონ 300 ათასი დოლარი მიიღო. ტერორისტის ტელეფონიდან მონაცემების მოსაძიებლად გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დახმარება კომპანია Apple-ს სთხოვა და საქმე სასამართლოშიც შეიტანა, თუმცა კომპანიისგან უარი მიიღო.

Apple-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სპეცსამსახურების მოთხოვნა კომპანიის მომხმარებელთა უფლებებს არღვევს. გავრცელებული ინფორმაციით, საბოლოოდ iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჰაკერების დახმარებით გატეხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics