|
2016-04-07 15:35:14, 928 ნახვა
მსოფლიო
გრიგორი კარასინი: ავღანეთში, დაახლოებით 6 ათასამდე ბოევიკია
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" 2015 წლის ბოლოდან ავღანეთში თავის პოზიციებს განამტკიცებს. ამჟამად ავღანეთში, დაახლოებით 6 ათასამდე ბოევიკია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა. როგორც კარასინმა აღნიშნა, არსებული ინფორმაციით, ავღანეთის 34 პროვინციიდან 25-ში "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკები არიან დაფიქსირებულები. კარასინის თქმით, ბოევიკებს შორის არიან ცენტრალური აზიისა და ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლები. "გარწმუნებთ, რომ ეს მონაცემები "ჰაერიდან" არ ამიღია", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. გარდა ამისა, კარასინმა ისიც თქვა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" გარდა ავღანეთში პოზიციებს კიდევ ერთი ტერორისტული დაჯგუფება "თალიბანი" იკავებს. "2015 წლის დეკემბერში, "თალიბანმა" ქალაქ კუნდუზზე კონტროლი რამდენიმე დღით მოახერხეს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისივე განმარტებით, ტერორისტების დიდი ნაწილი თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებშია თავმოყრილი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)