|
2026-03-16 19:01:49, 4784 ნახვა
ეკონომიკა
საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
ბათუმს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატა - 13 მარტს გაგარინის ქუჩა N1-ში „ავტო გალერის" ახალი ფილიალი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიბრენდული შოურუმი, წამყვანი საავტომობილო ბრენდების ფართო სპექტრს აერთიანებს და რეგიონში პირველი მსგავსი ფორმატის სივრცეა. „ავტო გალერი“ მომხმარებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს - ადგილზე გაეცნონ და შეიძინონ ავტომობილები სხვადასხვა კატეგორიიდან. გამორჩეული იყო „ავტო გალერის“ გახსნის ცერემონია. ოფიციალური ნაწილის გარდა, სტუმრებს სხვადასხვა აქტივობა, ბევრი სიურპრიზი და საჩუქრები დახვდათ - საინტერესო გათამაშებები და სპეციალური შეთავაზებები „ავტო გალერის“ პარტნიორი კომპანიებისგან. ღონისძიებას 300-მდე სტუმარი დაესწრო.
„ავტო გალერის“ ახალი ფილიალი ბათუმში მომხმარებელს უკვე სრული დატვირთვით ემსახურება. ავტომობილის შეძენისა და ტექნიკური მომსახურების მიღების გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს საბანკო პროდუქტებით, მათ შორის, ავტოგანვადებითა და ლიზინგით, ასევე დაზღვევის სპეციალური პირობებით, პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „ბათუმი ამ ეტაპზე ბაზრის ზრდის ძალიან მაღალი ტემპით გამოირჩევა. გვინდოდა, მომხმარებლებისთვის უნიკალური შესაძლებლობა მიგვეცა - ერთ მისამართზე შეგვეთავაზებინა ნებისმიერი კატეგორიის ავტომობილი: ბიუჯეტურიდან პრემიუმ კლასამდე. ეს არა მხოლოდ კომფორტს უზრუნველყოფს, არამედ რეგიონში ახალი ავტომობილების მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს. ეს პროექტი „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც რეგიონების განვითარებას უწყობს ხელს და მომავალში მსგავსი კონცეფციის შოურუმის გახსნას სხვა ქალაქებშიც ვგეგმავთ“.
ახალ შოურუმში მისულ მომხმარებლებს Tegeta Cars-ის პორტფელიდან ავტომობილების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ, მათ შორის, Mazda, Volvo, Geely, Zeekr... ასევე, ბათუმში ოფიციალურად პირველად იქნება წარმოდგენილი ისეთი ლუქს კლასის ბრენდები, როგორებიცაა Porsche, Lamborghini და Bentley. ეს კი კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, დააკმაყოფილოს ნებისმიერი გემოვნებისა და ბიუჯეტის მქონე მომხმარებელი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)