00:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-28 18:13:37, 6720 ნახვა

კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი: დიქტატურები უნდა დასრულდეს

დიქტატურები უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილი ირანელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

ომის დაწყება არასდროს მახარებს, მაგრამ ირანის ხელისუფლებამ მოიტყუა, მოლაპარაკებები სასაცილოდ აიგდო და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი ხალხი მოკლა და აწამა. დიქტატურები უნდა დასრულდეს! მხარდაჭერა ირანელ ხალხს!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

28 თებერვლის დილით, შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ დაიწყო. ისრაელიც მონაწილეობს კამპანიაში (ოპერაცია „მბრდღვინავი ლომი“). ჯარებმა მასშტაბური დარტყმები განახორციელეს ირანის ქალაქებში - ისპაჰანში, ყუმში, კარაჯსა და ქერმანშაჰში, ასევე თეირანში - სამიზნეებზე. ამერიკული და ისრაელური მედიასაშუალებები აცხადებდნენ, რომ თავდასხმის სამიზნე, სხვა ადამიანებთან ერთად, უმაღლესი აიათოლები და ირანის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics