02:08 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-13 13:58:53, 618 ნახვა

პოლიტიკა
გაზპრომი: 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება - 40.4%-ით გაზარდეს.

კომპანია მონაცემებს Telegram-ზე აქვეყნებს და წერს, რომ გაზპრომმა რუსული გაზის მიწოდება ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში 22.2%-ით გაზარდა. 

კომპანია აღნიშნავს, რომ "განაგრძობს ახლო საზღვარგარეთში გაზის საიმედო მიწოდებას". 

ამასთან, მოკლე ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს გაზპრომმა ისტორიაში პირველად ჩინეთს უფრო მეტი გაზი მიაწოდა, ვიდრე ევროპას. 

წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2025 წელს გაზპრომმა ჩინეთს 38.8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 24.8%-ით მეტია. 

შედეგად, გაზპრომი წერს, რომ კომპანიამ ჩინეთში ექსპორტირებული მილსადენური გაზის მოცულობით ევროპული შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში (თურქეთის ჩათვლით) მიწოდებულ საერთო რაოდენობას გადააჭარმა.

რუსული ენერგოკომპანია გაზპრომი საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება - ის სანქცირებულია როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics