|
2026-01-08 12:59:26, 576 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილის ცნობით, უახლოეს დღეებში BBC-ს შიდა მარეგულირებელ ინსტანციას სარჩელით მიმართავენ
ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ საჩივარი მოამზადა, რომლითაც BBC-ს შიდა მარეგულირებელ ინსტანციას უახლოეს დღეებში მიმართავენ. "მომზადებულია საჩივარი, ჩვენ ვადა გვაქვს ჯერ საჩივრის შესატანად და აუცილებლად შევა. პროცედურაა შემდეგი - თავდაპირველად უნდა მოხდეს საჩივრის შეტანა, მათ შორის, ამ სამართლებრივ კაზუისტიკაშიც გავერკვეთ, BBC-ს შიდა მარეგულირებელ ინსტანციაში და შესაბამისად, ჩვენ უახლოეს დღეებში მივმართავთ BBC-ს შიდა მარეგულირებელ ინსტანციას ჩვენი საჩივრით. [...] იმედი გვაქვს, ამ დონეზევე აღიარებს BBC, რომ იყო ფაბრიკაცია და მანიპულაცია ის სიუჟეტი, თუ არ აღიარებს, მაშინ სხვა ინსტანციებშიც [...] მარტივია რასაც ვითხოვთ, მანიპულაციურია სიუჟეტი და ამ მანიპულაციის აღიარებას. კონკრეტულად რა მოთხოვნები იქნება, ამ ყველაფერს გაიგებთ შემდეგ". - თქვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)