11:51 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-11 18:18:42, 3395 ნახვა

პოლიტიკა
NATO-ს გენერალური მდივანი: რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ, უკვე საფრთხეში ვართ

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბერლინში გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის მომდევნო სამიზნეა.

სწორედ ამიტომ, ის ამბობს, რომ NATO-მ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა, რათა ომი მის დაწყებამდე შეაჩეროს.

მისივე თქმით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ NATO-ს შეუძლია და აუცილებლად გასცემს ძლიერ პასუხს.

"დღეს აქ ვარ, რათა გითხრათ თუ რა პოზიციაშია NATO და რა უნდა გავაკეთოთ, რათა ომი მის დაწყებამდე შევაჩეროთ. ამის გასაკეთებლად კი საფრთხის შესახებ ნათელი წარმოდგენა უნდა გვქონდეს: რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ და ჩვენ უკვე საფრთხის ქვეშ ვართ", - თქვა მარკ რუტემ. 

მან ასევე ისაუბრა უკრაინის ომზე და თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოება მჭიდროდა არის დაკავშირებული ევროპის უსაფრთხოებასთან.

"უკრაინა რუსეთის საოკუპაციო ჩექმის ქვეშაა, პუტინის ძალები ზეწოლას ახდნენ NATO-ს უფრო გრძელ საზღვრებზე, რაც საგრძნობლად ზრდის ჩვენზე შეიარაღებული თავდასხმის საფრთხეს. ეს ნამდვილად საჭიროებს გიგანტურ ცვლილებებს შეკავებისა და თავდაცვის სისტემაში. 

NATO-ს მოუწევს, მნიშვნელოვნად გაზარდოს სამხედრო წარმომადგენლობა აღმოსავლეთ ფლანგზე, ხოლო მოკავშირეებს მოუწევთ, უფრო სწრაფად და ეფექტურად გაზარდონ სამხედრო ხარჯები. [...]

ნებისმიერმა აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია და ხისტად გავცემთ პასუხს", - თქვა მარკ რუტემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics