15:50 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-03 10:58:07, 1787 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი 2024 წლის არჩევნებზე: „ქართული ოცნება" ბოლო არჩევნებში აბსოლუტური ლიდერი იყო

"ქართული ოცნების" დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველესთან" ინტერვიუში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები ყველა წინა არჩევნებთან შედარებით ბევრად უკეთ ჩატარდა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება" ბოლო არჩევნებში აბსოლუტური ლიდერი იყო და როგორც წესი, მისი საარჩევნო მხარდაჭერა ერთი მილიონიდან - მილიონ ორასი ათასამდე ხმას შეადგენს.

„როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვსაუბრობთ, ჩემი თვალსაზრისით და მე უკვე ათი წელია პოლიტიკაში ვარ, ბოლო არჩევნები ყველა წინა არჩევნებთან შედარებით ბევრად უკეთ ჩატარდა.

შემიძლია დავადასტურო, რომ ბოლო არჩევნები შეესაბამებოდა წინა არჩევნების შედეგებს, სადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ"  მსგავსი მხარდაჭერა მიიღო. „ქართული ოცნება" ბოლო არჩევნებში აბსოლუტური ლიდერი იყო. ჩვენმა პარტიამ ხმების იმდენივე რაოდენობა მიიღო, რაც წინა არჩევნებზე.  „ქართული ოცნების" საარჩევნო მხარდაჭერა, როგორც წესი, ერთი მილიონიდან - მილიონ ორასი ათასამდე ხმას შეადგენს.

სამწუხაროდ, ყოფილმა პრეზიდენტმა, ზურაბიშვილმა, გადაწყვიტა არ დალოდებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2024 წლის არჩევნების შედეგების ოფიციალურ გამოცხადებას და მან უარყო არჩევნების ლეგიტიმურობა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics