20:06 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-28 20:37:55, 2485 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობა იმართება - ვიდეო

თბილისში საპროტესტო მსვლელობები მიმდინარეობს.  ხალხის მსვლელობა ჭავაჭავაძის გამზირიდან და  კოსტავას ქუჩიდან დაიწყო. საქართველოს მოქალაქეები მარშით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. მოქალაქეები კვე 365 დღეა ქუჩაში ქვეყნის რუსეთისკენ შეცვლილ კურსს აპოტესტებენ.

აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ შენობასთანაც იკრიბებიან. 

მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც თბილისისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მარშით დაძრულ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან, შემდეგ კი ერთად პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ. 

ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წევრები. ასევე, აქტივისტები და მოქალაქეები.

28 ნოემბერს ერთი წელი გავიდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება.

მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics