|
2025-09-09 10:48:38, 1518 ნახვა
საზოგადოება
ტელევიზიების ტოპ დამფინანსებლების ათეული - რომელ კომპანიას არ ეშინია კრიტიკულ მედიაში თავის ჩადება
2025 წლის II კვარტალში, ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 15.6 მილიონი ლარი მიიღეს. ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „პოსტვ“-ის, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ დამფინანსებლების ათეული გამოაქვეყნა, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტს უხდიდნენ. „ტელეიმედის” რეკლამის დამკვეთი კომპანიები, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებელს 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე თანხას უხდიდნენ იყვნენ: „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „დიპლომატ ჯორჯია“, “პსპ ფარმა”, „ლაქტალის ჯორჯია“, „ავერსი ფარმა“, „ბერლინ ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“, “ვიმ ბილ დან საქართველო”, „აიდიეს ბორჯომი თბილისი”, „ნესტლე საქართველო” და „ქართული ლუდის კომპანია”. „რუსთავი 2“-ს (მედია ჰოლდინგი) რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარამდე „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” გადაუხადა, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე თანხის რეკლამა ტელევიზიას შემდეგმა კომპანიებმა დაუკვეთეს: „ლაქტალის ჯორჯია“, „პსპ ფარმა“, „ავერსი ფარმა“, „აიდიეს ბორჯომი თბილისი”, „ვიმ ბილ დან საქართველო“, “PG Tüketim Mallari Sanayi AŞ”, „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“, „თიბისი ბანკი“ და „ნესტლე საქართველო”. „პოსტვ“-ის 100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებში „შპს ბუმბა“, „შპს ჯეოკეპ“, „შპს ბუნებრივი აირი“, „სტერეო+“ და „ტიფლის ფაბ“ უხდიდნენ, 50 000-დან 100 000 ლარამდე რეკლამა კი კომპანიებმა: „ქართული რძის პროდუქტები“, „შპს ბუნება“, „შპს სოლუშენ გრუპ“, „სეტი+” და „არქი პრომოუშენ” იყიდეს. ტელეკომპანია „ფორმულას“ შემთხვევაში, კომპანიები, რომლებიც ტელევიზიას რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარამდე უხდიდნენ „თიბისი ბანკი“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „პსპ ფარმა“, შპს „გეოპლანტი” და „ვაზისუბნის მამული” წარმოადგენდნენ. მაუწყებელს 50 000-დან 100 000 ლარამდე რეკლამა შპს „მერკადომ” დაუკვეთა. ხოლო 7 000-დან 50 000 ლარამდე „ფორმულას“ „თეგეტა მოტორსი“, „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული, „თ და კ რესტორნები” და „ლაქტალის ჯორჯია“ უხდიდნენ. რაც შეეხება „ტელეკომპანია პირველს“, მაუწყებელს 2025 წლის II კვარტალში 100 000-დან 500 000-ლარამდე „შპს მერკადო“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და „პსპ ფარმა“ უხდიდნენ. რეკლამაში 50 000-დან 100 000-მდე ლარის ფარგლებში დახარჯეს „შპს გეოპლანტმა”, „თიბისი ბანკმა”, „სან პეტროლეუმ ჯორჯიამ“ და „ვაზისუბნის მამულმა“, ხოლო ტელეკომპანიის სარეკლამო დროს 7 000-დან 50 000 ლარის ფარგლებში „შპს პირველი მეღვინეობა“, „მოდუსი“ და „ბერლინ ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“ ყიდულობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)