11:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-08 09:43:26, 1040 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი- ევროპელი ლიდერები ორშაბათს ან სამშაბათს აშშ-ში გაფრინდებიან უკრაინის საკითხის განსახილველად

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი „ორშაბათს ან სამშაბათს“ აშშ-ში გაფრინდება უკრაინაში ომის განსახილველად. გარდა ამისა, ტრამპის თქმით, ის უახლოეს რამდენიმე დღეში პუტინთან საუბარს გეგმავს.

„კარგი, ვნახოთ. ანუ, ჩვენ ძალიან საინტერესო დისკუსიები გვაქვს“, - უპასუხა ტრამპმა კითხვას იმის შესახებ, თუ რას მიიჩნევს იგი მშვიდობის მთავარ დაბრკოლებად. „იცით, ევროპა, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ორშაბათს ან სამშაბათს ჩვენს ქვეყანაში ინდივიდუალურად გაფრინდება და ვფიქრობ, რომ ამას მოვაგვარებთ. ვფიქრობ, ამას მოვაგვარებთ. უნდა მოვაგვაროთ“.

ორ კითხვაზე პასუხის გაცემისას ტრამპმა ოთხჯერ გაიმეორა, რომ საკითხი მოგვარდებოდა (მოგვარდებოდა), ხუთჯერ გაიმეორა, რომ უკმაყოფილო იყო სიტუაციით და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მან უკვე შეაჩერა შვიდი ომი. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ის რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს „ძალიან მალე, უახლოეს რამდენიმე დღეში“ დაელაპარაკებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
3 თვეში საქართველოს 1 მილიონი ტურისტი ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics