|
2025-08-06 10:18:26, 1957 ნახვა
სამართალი
ექიმ გიორგი ახობაძის განაჩენი დღეს 16:00 საათზე გამოცხადდება
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს, 6 აგვისტოს გამოცხადდება. იგი საპროტესტო აქციების მსვლელობისას დააკავეს.სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზეა დანიშნული. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ავრცელებს. ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი მას 5 აგვისტოს, სასამართლოდან შეატყობინეს. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა, რომელსაც განაჩენი 25 ივლისს უნდა გამოეცხადებინა, აღნიშნული სხდომა მოულოდნელად გადადო. ექიმი გიორგი ახობაძე გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს, როცა ის დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. სახელმწიფო უწყებები აცხადებდნენ, რომ ის ნარკოტიკულ საშუალებას ფლობდა. წაყენებული ბრალით, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მის საქმეში არ არსებობს ე.წ. ნეიტრალური მტკიცებულება (ვიდეოჩანაწერი და ა.შ.), რომელიც მის დანაშაულს დაამტკიცებდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)