23:57 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-01 09:59:07, 1446 ნახვა

სამართალი
შსს - იანვარ-ივნისის პერიოდში რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი შემცირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, https://info.police.ge/ 2025 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, დანაშაულის მაჩვენებელი წინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით შემცირებულია 795 ფაქტით (-2,96%). ამასთან, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაზრდილია და შეადგენს 66,16%-ს.

ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ გატარებული შედეგიანი სამართლებრივი პოლიტიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკომპრომისო ბრძოლის შედეგად, 2025 წლის ორ კვარტალში ნარკოდანაშაულის ფაქტების გამოვლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის ექვს თვეში, ჯამში ნარკოდანაშაულების 3919 შემთხვევა იქნა სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით მეტია. პოლიციის მხრიდან გატარებული აქტიური ღონისძიებების შედეგად, 2025 წლის ორ კვარტალში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით 263 პირი იქნა პასუხისგებაში მიცემული, რაც თითქმის ორჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2025 წლის 6 თვეში ასევე შემცირებულია საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. მათ შორის, შემცირებულია ბინიდან ქურდობის, ყაჩაღობის, თაღლითობის, გამოძალვისა და მითვისება/გაფლანგვის შემთხვევები.

2025 წელს ასევე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაკლებია სქესობრივი დანაშაულები, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა ვაჭრობის ფაქტები, კიბერდანაშაული (-80 ფაქტი) და სამოხელეო დანაშაულები (-46 ფაქტი).

მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში გაზრდილია სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტები და სატრანსპორტო დანაშაულების რაოდენობა, მათ შორის 175 ერთეულით მომატებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტები. თუმცა, ამავდროულად, მომატებულია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი.

ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics