13:16 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 17:10:45, 1147 ნახვა

მსოფლიო
"აეროფლოტმა" როსტოვის აეროპორტში ყველა რეისი გადადო

კომპანია "აეროფლოტმა" 19 და 20 მარტს როსტოვის აეროპორტის მიმართულებით ყველა რეისი გადადო, - ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები უწყებიან.

მათი ინფორმაციით, მომხდარი ინციდენტის გამო ქალაქ როსტოვის აეროპორტი ამჟამად დაკეტილია. გაუქმებული რეისები კრასნოდარის აეროპორტიდან განხორციელდება.

შეგახსენებთ, როსტოვში ავიაკატასტროფას 62 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 55 მგზავრი, 7 კი, ეკიპაჟის წევრი იყო. თვითმფრინავში 4 მცირეწლოვანიც იმყოფებოდა. ლაინერი 180 ადამიანზეა გათვლილი და ის მხოლოდ მესამედით იყო დატვირთული.  

წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფა პილოტის შეცდომისა და თვითმფრინავის გაუმართაობის გამო მოხდა. საქმე უსაფრთხოების წესები დარღვევის მუხლით არის აღძრული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics