02:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-12 19:42:39, 694 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს და აქტივისტ მარიამ გეგუჩაძეს 3000-3000, ხოლო გიგა მაქარაშვილს 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე აქტივისტები მარიამ გეგუჩაძე და გიგია მაქარაშვილი, ასევე ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი სამართალდამრღვევად ცნო.

სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის სახით მარიამ გეგუჩაძესა და დეა მამისეიშვილის 3000-3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო გიგა მაქარაშვილის 4000 -ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ინფორმაციისათვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის 2025 წლის 6 ივნისს წარმოდგენილი განცხადება/საჩივრის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 (16) მუხლის საფუძველზე. აღნიშნული კი გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით.

შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციული საქმის მასალები დღეს, 11 ივნისს წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics