15:30 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 15:35:16, 812 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის ერთს ასევე საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე, ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის, მათ შორის განზრახ მკვლელობის და ნარკოტიკული დანაშაულებისთვის ძებნილებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ-ერთ ბრალდებულს ასევე ბრალდება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ხუთივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics