|
2025-05-05 13:24:25, 448 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარული ნანა ბრეგვაძის, ვინლი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა. თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას, მის შენარჩუნებასა და ახალი სახით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას. სასცენო მოღვაწეობა ნანი ბრეგვაძემ 1956 წელს დაიწყო და დღემდე მისი შესანიშნავი ტემბრი და ვოკალური შესაძლებლობები, უკომპრომისო რეპერტუარი, დახვეწილი გემოვნება, სრულიად მისეული ფრაზირება, სიმღერის დრამატურგიის შეგრძნება, შესრულების დინამიკა და ნიუანსები, ყველა დროის თანამედროვეობას ეხმიანება და დღემდე განაგრძობს ახალი თაობის შთაგონებას. ნანი ბრეგვაძე არის მომღერალი, ვინც ქართული "საესტრადო" სიმღერა და რომანსი კლასიკური მუსიკის საფეხურზე აიყვანა, ისევე როგორც ფრანგული შანსონი აქცია კლასიკად ედიტ პიაფმა, იმპროვიზაციული ჯაზი - ელა ფიცჯერალდმა, მიუზიკლის რეპერტუარი - ბარბარა სტრეიზანდმა, არგენტინული ტანგო - ასტორ პიაცოლამ ან პორტუგალიური ფადო - სეზარია ევროამ. ნანი ბრეგვაძის ფენომენის დამსახურებით დღეს ქართული სიმღერის ჟანრში არსებობს ძალიან მაღალი სტანდარტი, რომელიც ჩვენი ერის მუსიკალური გენეტიკის ორგანული ნაწილი გახდა. სწორედ მისი შემოქმედებითი მოგზაურობის, 1957-დან 2024 წლამდე, 25 სიმღერას აერთიანებს ვინილი. წიგნი, რომელიც ნანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გვიამბობს, საარქივო და აქამდე უცნობ მასალებთან ერთად, აერთიანებს ამონარიდებს ჯანსუღ კახიძის, რევაზ ლაღიძის, გიორგი ცაბაძის, ნიკოლოზ რაჭველის, ელდარ შენგელაიას, მორის ფოცხიშვილის, სესილია თაყაიშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის, ბელა ახმადულიანისა და შარლ აზნავურის სიტყვებიდან და წერილებიდან. როგორც ნანი აღნიშნავს: "უკვე წლებია მთელ ჩემს რეპერტუარს სულ სხვანაირად ვმღერი - ზოგადად სტუდიური ჩანაწერები არ მიყვარს. სტუდიაში არ არის მთავარი - მსმენელი. მსმენელი მაძლევს სულ სხვა ადრენალინს, ენერგიას, შთაგონებას. პუბლიკა ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ოდნავი შიშით გავდივარ მის წინაშე. დარბაზთან ურთიერთობა სხვა ატმოსფეროს ქმნის. შეიძლება, ამიტომაც მომინდა წიგნის დაწერა და ამ გზით ხალხთან ურთიერთობის გაგრძელება, რადგან იმდენ კონცერტს უკვე აღარ გავმართავ". წიგნის შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ანდრო ვეკუა. გრაფიკული დიზაინი: დან ზოლბახი, ლიდკა ვალე. პროექტის ავტორი: გოგიკო საყვარელიძე
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)