17:06 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 18:20:22, 936 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა - არიან დაშავებულები

16 აპრილის ღამეს რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს.

თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და საწყობები დაზიანდა. დარტყმის შედეგად ასევე დაშავდა სამი ადამიანი.

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.

გუშინ, 15 აპრილს NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინაში, ოდესაში ჩავიდა. 

როგორც თავის სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, ის რუტესთან ერთად ეწვია საავადმყოფოს, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები მკურნალობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics