|
2025-03-30 13:48:26, 1052 ნახვა
საზოგადოება
გივიკო ბარათაშვილი - „ახალი თეატრი“ ვაგრძელებთ მანიფესტს, მივდივართ ახალციხეში
ვაგრძელებთ მანიფესტს, მივდივართ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთში, კიდევ ორი რეგიონია დარჩენილი და იქაც აუცილებლად ჩავალთ, - ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ მსახიობმა, გივიკო ბარათაშვილმა, ჟურნალისტებთან საპროტესტო მანიფესტის ფარგლებში ახალციხეში წასვლამდე განაცხადა. მისი თქმით, აქამდე, სადაც საპროტესტო მანიფესტის ფარგლებში იყვნენ, „შედეგი გამოიღო“. „ჩვენი მიზანი იყო ხალხთან საუბარი და დიალოგი. ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამთ მზაობას დიალოგისთვის - არ აქვს მნიშვნელობა იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენს აზრზე არიან თუ იმ ადამიანებთან, ვინც საწინააღმდეგო აზრზე არიან. მითუმეტეს, ამ ადამიანებთან საუბარი უფრო საინტერესო და პროდუქტიულია. მგონია, რომ სადაც ვიყავით, უკვე ყველგან გამოიღო რაღაც მხრივ შედეგი. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ჩვენს მანიფესტს, მივდივართ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთში, კიდევ ორი რეგიონია დარჩენილი და იქაც აუცილებლად ჩავალთ“, - განაცხადა გივიკო ბარათაშვილმა. ცნობისთვის, „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლის შესახებ 23 იანვარს გახდა ცნობილი. როგორც „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა, ყველაფერი გააკეთეს, რათა დიალოგი შემდგარიყო პროკურატურასთან, თუმცა, მისივე თქმით, „პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია“. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს და უკანონოდ დაკავებული პირების, მათ შორის, „ახალი თეატრის“ მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლება მოითხოვეს.
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)