|
2025-03-11 17:48:13, 900 ნახვა
ეკონომიკა
Amadeo საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებებისა და შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკი ინოვაციურ ფინტექ პლატფორმასთან Amadeo.ge-სთან თანამშრომლობს, რომელიც ბიზნესებს სრულფასოვან ფინანსურ ანალიტიკას და მარეგულირებელი ანგარიშგების ავტომატიზაციას სთავაზობს. Amadeo.ge-სა დაა საქართველოს ბანკის პარტნიორობით, მცირე და საშუალო ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, Amadeo-ს სერვისების სრულ ჩამონათვალზე 1 წლის განმავლობაში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. პლატფორმა მომხმარებლებს ფინანსურ საინფორმაციო პანელებს, ანალიტიკურ გრაფიკებსა და ანგარიშებს სთავაზობს, რომლებიც დამუშავებულია რეალურ დროში, რაც კომპანიის მფლობელებსა და ბუღალტრებს ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. Amadeo მარტივად ინტეგრირდება არსებულ საბუღალტრო პროგრამებში და ქმნის მუდმივად განახლებად, დინამიკურ ანალიტიკურ პანელებს, რაც ფინანსური რესურსების მართვას კიდევ უფრო ამარტივებს. შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს, ან ვებგვერდს www.bankofgeorgia.ge. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს შეთავაზებები საქართველოს ბანკის ერთიანი სივრცის, ბიზნეს 360-ის ნაწილია. ამ სივრცეში ხელმისაწვდომია ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ბიზნესები საქმიანობის განვითარებისთვის გამოიყენებენ, მათ შორისაა ბიზნესკურსები, ღონისძიებები, ბიზნესკურსები და სხვა რესურსები.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
კუპრაძე - არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი სწორი და მშვიდობიანი გზაა
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)