|
2025-03-09 13:27:15, 802 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან მნიშვნელოვნად გაიზარდა
,,ქართული ოცნება" ევროპას რუსეთით, ჩინეთით და ირანით ანაცვლებს. ქვეყანაში ირანული კომპანიების რაოდენობა უპრეცედენტოდაა გაზრდილი. მონაცემებს ამის შესახებ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს. ორგანიზაცია იტყობინება, რომ 2013-იდან 2024 წლის ჩათვლით ხელისუფლებამ თეოკრატიულ რესპუბლიკასთან არა მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმავა, არამედ პოლიტიკურიც. ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან მნიშვნელოვნად გაიზარდა: 2000-2012 წლებში საქართველოში 2 370 კომპანია დაარეგისტრირეს ირანის მოქალაქეებმა, 2013-2024 წლებში კი 4-ჯერ მეტი - 9 300 კომპანია. 2012 წელს ირანიდან 82 885 ვიზიტორი შემოვიდა, 2024 წელს კი 2-ჯერ მეტი - 145 670 ვიზიტორი. 2001-2012 წლებში ირანიდან 8 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2024 წლებში კი 5-ჯერ მეტი - 40 მლნ დოლარის. 2012 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ირანთან 119 მლნ დოლარი იყო (19 მლნ ექსპორტი, 101 მლნ იმპორტი), 2024 წელს კი 2.7-ჯერ მეტი - 322 მლნ დოლარი იყო (37 მლნ ექსპორტი, 285 მლნ იმპორტი). ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირანის ხელისუფლებას პოლიტიკურადაც დაუახლოვდა. 2024 წელს, ირაკლი კობახიძე ირანის გარდაცვლილი პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის დაკრძალვას და ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია ანგარიშში.
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)