09:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-01 09:20:05, 815 ნახვა

საზოგადოება
1 მარტი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 1 მარტს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. ქვეყნის მასშტაბით დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

დასავლეთ საქართველოში - ზოგან მცირე ნალექი, ზოგან თოვლის სახით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -7, -2°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -10, -5°, დღისით 0, +5°; მაღალ მთაში ღამით -18, -13°, დღისით -5, 0.

აღმოსავლეთ საქართველოში - უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან ნისლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -7, -2°, დღისით -1, +4°; მთაში ღამით -14, -9°, დღისით -2, +3°; მაღალ მთაში ღამით -12, -7°, ზოგან -20°-მდე, დღისით -6, -1°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე თოვლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -3°.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics