11:02 - 12 Apr, 2026
|
2025-01-29 10:32:57, 643 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა
რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, გლებ ნიკიტინზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ ქსტოვოში მდებარე „ლუკოილ-ნიჟნინოვგოროდნეფტეოსინთეზის“ ნავთობის საცავში გაჩნდა. ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე 104 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)