16:51 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 10:31:47, 642 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩრდილოეთ კორეამ უკრაინასთან ომში 12 000 სამხედრო გაგზავნა, ევროპას კი მსგავსი არმიის შეკრება არ შეუძლია

ჩრდილოეთ კორეა უკრაინასთან ომში 12 000 სამხედრო პირის გაგზავნას დაადასტურებს, მათგან დღემდე 3800 დაიღუპა ან დაიჭრა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა ამერიკულ პოდკასტში, ლექს ფრიდმანისთან ინტერვიუში.

მან აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეას შეუძლია კიდევ 30-40 ათასი ჯარისკაცის გაგზავნა ომში.

„შესაძლოა, 500-იც გამოაგზავნონ. მათგან ბევრი ადამიანი შეუძლიათ წამოიყვანონ. რატომ? რადგან მათ ბრძანება აქვთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპას მსგავსი რაოდენობის არმიის შეკრება არ შეუძლია.

„მრავალმილიონიანი არმია, რომელიც 2-3 მილიონი იქნება, შეძლებს შეკრებას ევროპა? არა. ევროპა არ ისურვებს ამას. და რატომ? ჩვენ არ გვინდა მსოფლიო ომი. ეს არ არის მიზანი... ჩვენ გვინდა რუსების შეჩერება“, – განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ ამ დროისთვის რუსეთი ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების მოწვევას აპირებს.

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ გასულ წელს ევროპამ უკრაინას გადასცა 1 მილიონი 155 მმ-ის კალიბრის საარტილერიო ჭურვი. გარდა ამისა, უკრაინამ დაიწყო საკუთარი საარტილერიო ჭურვების წარმოება. „ჩვენ უფრო მეტი გავაწარმოეთ“, – დააკონკრეტა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics