03:50 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-03 10:51:41, 602 ნახვა

ომი უკრაინაში
"მას ომის დასრულება ნამდვილად სურს" - ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მეუღლესთან, უკრაინის პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკაიასთან ერთად გამართულ ტელემარათონზე რუსეთ-უკრაინის ომში დონალდ ტრამპის როლზე ისაუბრა. ზელენსკის თქმით, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დამარცხებაში "გადამწყვეტი შეიძლება იყოს". 

"ტრამპი გადამწყვეტი შეიძლება იყოს. ჩვენთვის ეს ყველაზე მთავარია. ის და მისი თვისებები ასეთია. მას შეუძლია, ამ ომში გადამწყვეტი იყოს. მას შეუძლია, პუტინი შეაჩეროს, უფრო სწორად რომ გვეთქვა, პუტინის შეჩერებაში ჩვენ დაგვეხმაროს. ეს მას შეუძლია". - თქვა ზელენსკიმ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპთან უკვე რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა. უკრაინის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ტრამპს ომის დასრულება ნამდვილად სურს.

"ვისურვებდი, რომ ტრამპის არაპროგნოზირებადობა, უპირველეს ყოვლისა, რუსეთს ეხებოდეს. მგონია, რომ მას ომის დასრულება ნამდვილად სურს. ვფიქრობ, რომ ეს სიმართლეა". - აღნიშნა ზელენსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics