14:22 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-01 13:28:40, 552 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის არჩევნებში - უკრაინა თავის ტერიტორიებს არ დათმობს

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებს ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში, უკრაინა თავის ტერიტორიებს არ დათმობს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, აშშ-ის ახალ პრეზიდენტს შეუძლია უკრაინის მხარდაჭერა ან გააძლიეროს, ან შეასუსტოს, შესუსტება კი რუსეთს მისცემს უკრაინის მეტად ოკუპირების შესაძლებლობას.

"შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, შესაძლოა, გააძლიეროს, ან შეასუსტოს. უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება მისცემს რუსეთს ჩვენი ოკუპაციის შესაძლებლობას. უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება არ მოგვცემს ამ ომის მოგების შესაძლებლობას და ეს მართალია. ტრამპის შემთხვევაში, მან განაცხადა, რომ საქმის კაცია და უბრალოდ, ომის სწრაფად დასრულება და რაიმე მოდელის პოვნა სურს. მაგრამ თუ გამარჯვების შემთხვევაში ტრამპი მოისურვებს, უბრალოდ აიძულოს უკრაინა, დათმოს ყველაფერი და ამით მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან, მე არ ვფიქრობ, რომ ეს დღეს შესაძლებელია.

უკრაინას, ნებისმიერ შემთხვევაში, არ აქვს კონსტიტუციური უფლება, უარი თქვას თავის კანონიერ სახელმწიფო ტერიტორიებზე და შესაბამისად, იურიდიულად ეს უბრალოდ შეუძლებელია, რაც არ უნდა მოიფიქროს პუტინმა",- განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics