13:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 19:24:14, 759 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ტურისტების შემოდინება შემცირებულია იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც სავიზო რეგულაცია არ გვაქვს

„ტურისტების შემოდინება შემცირებულია იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც სავიზო რეგულაცია არ გვაქვს, კერძოდ თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან“,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ  ტურისტების შემოსვლის მაჩვენებლის კლება ძირითადად რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანარეკლია.
 „ობიექტური სურათი გახლავთ ისეთი, რომ ტურისტების შემოდინება შემცირებულია იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც სავიზო რეგულაცია არ გვაქვს. ძირითადი ქვეყნების პირველი სამეული გახლავთ თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. ამ მიმართულებით,  ჩვენ გვაქვს თურქეთიდან  ვიზიტორების სერიოზული კლება, თუმცა, აბსოლუტურად გულწრფელად უნდა ვთქვა ისიც, რომ სავიზო რეგულაციებმა, სადაც იყო გარკვეული ბიუროკრატიული გადაჭარბებები,  მცირეოდენი, მაგრამ მაინც ზიანი მიაყენა ტურისტების შემოსვლის მაჩვენებელს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - უდიდეს წილად ეს არის რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანარეკლი“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics