02:33 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-18 17:47:18, 1203 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს EarthPix-ის მილიონობით გამომწერი ეცნობა

უმსხვილესი ამერიკული სამოგზაურო პლატფორმა EarthPix-ი მილიონობით გამომწერს ბათუმის ტურისტულ პროდუქტებს აცნობს. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, გვერდის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულმა "ალი და ნინოს“ ვიდეომ უკვე მილიონობით გამომწერის ყურადღება მიიპყრო. 

"EarthPix-ი, რომლის კონტენტსაც თვის განმავლობაში მილიარდზე მეტი ნახვა აქვს, გამომწერებს აჭარაში მოგზაურობის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, ბუნების, კულტურის, მთისა და ზღვის კონტრასტით მიღებულ ემოციებს  ორი თვის განმავლობაში გაუზიარებს. გვერდის დამფუძნებლებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს. 

EarthPix-ის მიერ შექმნილი ვიდეო კონტენტი გამოირჩევა მაღალი ხარისხით და უნიკალური შინაარსის მქონე ვიდეოებით. იგი აერთიანებს ველურ ბუნებას, ცხოველებს, არქიტექტურასა და სხვადასხვა ტურისტებისათვის მიმზიდველ აქტივობებს, ასახავს მათ საკუთარ პოსტებში, რაც გვერდს ხდის მრავალფეროვანს და დინამიურს მილიონობით აუდიტორიისთვის. EARTHPIX-ის მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის აჭარის ტურისტული პროდუქტების გაცნობა კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics