21:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-16 13:27:55, 985 ნახვა

რეგიონი
ქედაში ხანდაზმულთათვის განკუთვნილი დასასვენებელი სივრცის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ხანდაზმულთათვის განკუთვნილი დასასვენებელი სივრცის ერთსართულიანი კაპიტალური შენობის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მოპირკეთებული იქნება ბუნებრივი გრანიტის ფილებით, ნაწილი წარმოდგენილი იქნება ვიტრაჟით, მოეწყობა გათბობა-გაგრილების სისტემა და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. აღნიშნულ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის ღირებულება 188 881 ლარს შეადგენს.

"ქედის მუნიციპალიტეტში არსებული ხანდაზმული კლუბის წევრები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში, გამომდინარე აქედან შეიქმნება კიდევ ერთი თავშეყრის ადგილი სადაც, როგორც კლუბის წევრები ასევე ახალგაზრდები შეძლებენ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას.

სამშენებლო სამუშაოები ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან ერთად ადგილზე მოინახულა,- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics