14:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-14 13:24:10, 1914 ნახვა

სპეციალური ანონსი
საქართველოს ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

14-15 მაისს, საქართველოს ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანიელ კოლეგას საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს.

მათივე ინფორმაციით, გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის.

"ვიზიტის ფარგლებში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ლარს ლოკე რასმუსენს თან ახლავს დანიის ბიზნესდელეგაცია, გაიმართება მინისტრის და ბიზნესდელეგაციის შეხევდრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.  

ლარს ლოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას",- ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics